მე-60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძე - საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და საოლქო კომისიაში ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ არის შესული
საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და საოლქო კომისიაში ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ არის შესული, – ამის შესახებ მე-60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბერდია ლომიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წვიმამ გადაიღო და ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე აქტიურად მიდის.
„ოზურგეთის საოლქო კომისიაში არცერთი საჩივარი არ შესულა. წვიმამ გადაიღო და საარჩევნო უბნებზე აქტიურად მიდის ამომრჩეველი. სამი საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 24 571 ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 42%-ს შეადგენს. ამ ეტაპზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს პროცესები“, – თქვა ბერდია ლომიძემ.