უსიამოვნო ამბავი ბოლნისში მოხდა, სადაც „სიონისა“ და „რუსთავის“ მატჩი გაიმართა. პირველი ტაიმის მიწურულს, ლუკა იმნაძე კარიდან გამოვარდნილ ბოლნისელთა მეკარეს, ოთო გოშაძეს შეეჯახა და გონება დაკარგა.
რუსთაველთა 19 ნომერი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მძიმე ტვინის შერყევა დაუდგინდა.
ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდთან მომხდარზე კომენტარი „რუსთავის“ მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ გააკეთა.
„ლუკა იმნაძე უახლოესი ორი დღის განმავლობაში საავადმყოფოში დარჩება. არსებული ვითარების გათვალისწინებით ის ვარჯიშს მინიმუმ სამი კვირა ვერ შეძლებს, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მისი ჯანმრთელობაა“ – ამბობს ვარლამ კილასონია.
კილასონაის ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ლუკა იმნაძე 34-ე ტურის შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ ამის შემდეგ ორკვირიანი სანაკრებო პაუზაა და დიდი ალბათობით, გუნდს ელიგის ბოლო ორ ტურში დაეხმარება.