მძევლების ოჯახების წევრები ისრაელში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებს აანონსებენ
ისრაელში მძევლების ოჯახების წევრები ქვეყნის მასშტაბით აქციებს აანონსებენ.
სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ისინი წერენ, რომ ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართება პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან იერუსალიმში, ასევე თელ-ავივში, ბეგინ გეითთან და პრემიერ-მინისტრის სახლთან კესარიაში.
ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმდინარე გაფიცვა დღეს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე უნდა შეწყდეს. როგორც მედია წერს, სასამართლომ დაადგინა, რომ საყოველთაო გაფიცვა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.