პარლამენტთან გამართული „მდუმარე აქციის“ მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ
„მდუმარე აქციის“ მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გაიმართა მოლაპარაკებები პოლიციასთან, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები დათანხმდნენ, რომ ტერიტორია რამდენიმეკაციან ჯგუფებად დატოვონ.
პარალელურად „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაძაბულობაა. სამართალდამცველები პერიოდულად აქციის მონაწილეებს აკავებენ და ტერიტორიიდან გაჰყავთ.
რუსთაველის გამზირზე დღეს ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობდა.