ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრზე, მდინარე ყორათზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა.
ძველი ხიდის ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოხდა მისი დემონტაჟი. ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის შედეგად კი მგზავრობა გახდა უსაფრთხო და კომფორტული.
ახალი ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95 მეტრია.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამაც 1 677 000 ლარი შეადგინა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა.