მდინარე სუფსაზე მოტივტივე მყარი ნარჩენების დამჭერი მოწყობილობა მოეწყო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდინარე სუფსაზე მოტივტივე მყარი ნარჩენების დამჭერი მოწყობილობა მოეწყო.
სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნულ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს უშუალო კავშირშია შავ ზღვასთან.
მდინარე სუფსის ჩამონატანი ნარჩენები ამიერიდან ზღვას აღარ შეუერთდება.
ნაგავდამჭერის მოწყობას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მერიის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე ესწრებოდნენ.
სამუშაოებს შპს „ზეტ ქონსტრაქშენი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 166 436 ლარს შეადგენს.