მდინარე რიონზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ორწლიანი ლიცენზია ელექტრონულ აუქციონზე გაიცემა
სამტრედიაში, სოფელ ბაშის მიმდებარედ, მდინარე რიონზე (ავტობანიდან 3,5 კმ-ში) ქვიშა-ხრეშის მოპოვების ორწლიანი ლიცენზია ელექტრონულ აუქციონზე გაიცემა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კარიერის მდებარეობა ხელსაყრელია ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობისთვის ქვიშა-ხრეშის გამოსაყენებლად.
აუქციონის პირობების მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს თანამედროვე სტანდარტების და მეთოდიკის შესაბამისად, მკაცრი გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით. ლიცენზიის საწყისი ფასი 234000 ლარია.