მდინარე გეთისწყალზე არსებულ ხიდზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
მდინარე გეთისწყალზე არსებულ ხიდზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული- გუგუთის საავტომობილო გზის 63-ე კილომეტრზე, მდინარე გეთისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელი დაზიანდა, რის გამოც, შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.