მდინარე დუნაიში ტურისტული ხომალდის ჩაძირვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა
მდინარე დუნაიში ტურისტული ხომალდის ჩაძირვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიში ტურისტული ხომალდის ჩაძირვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.

მაშველებმა კიდევ ერთი სამხრეთკორეელი ტურისტისა და ეკიპაჟის ერთი წევრის ცხედარი აღმოაჩინა. ეკიპაჟის წევრი უნგრელი მამაკაცის ცხედარი კატასტროფის ადგილიდან 21 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.

ამ დრომდე ეძებენ კიდევ ცხრა ადამიანს, მათგან რვა სამხრეთ კორეელ ტურისტსა და ხომალდის ეკიპაჟის ერთ წევრს.

ტრაგედია დუნაიზე 29 მაისს მოხდა. მცირე ზომის ტურისტული ნავი მდინარე დუნაიზე რეისს ახორციელებდა, როდესაც ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობასთან ახლოს მას უკნიდან ძვირადღირებული გემი დაეჯახა.

ტურისტული ნავი ავარიიდან რამდენიმე წამში ჩაიძირა, რომლის ბორტზე სულ 35 ადამიანი იმყოფებოდა.

მათგან მხოლოდ შვიდი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გემის კაპიტანი, უკრაინის მოქალაქე დააკავეს.