აჭარაში, მდინარე ჭოროხზე 51 წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოებში 15 მაშველია ჩართული.
მამაკაცი თანმხლებ პირებთან ერთად მდინარის პირას პიკნიკზე იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ის ნასვამი შევიდა წყალში და დინებამ გაიტაცა. თანხმლებმა პირებმა მისი გამოყვანა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს.