მცხეთის მერიასთან აქციაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დააკავეს [ფოტო]
დღეს მცხეთაში გამართულ აქციაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დააკავეს.
ინციდენტი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის მაშინ მოხდა, როცა აქციის მონაწილეები მცხეთის მერიის შესასვლელზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
დაკავებულია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი თორნიკე დიასამიძე. ის პოლიციაში გადაიყვანეს.