მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე 2018 წელს მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა.
სამუშაოები მიზნად ისახავს და ტაძრის ინტერიერში, დაზიანებული ქვების კონსერვაციას, გაფხვიერებული და განშრევებული ზედაპირების კონსოლიდაციის, წინა პერიოდის ამორტიზებული სარესტავრაციო ჩარევების მექანიკურ მოხსნას და ნაკლული ადგილების რეკონსტრუქციას.
პროექტი წარმოადგენს 2016 წელს დაწყებული მცირე ჯვრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ ეტაპს, პროექტს ხელმძღვანელობს პროფესორი ნანა კუპრაშვილი, სამუშაო პროცესში ჩართულები არიან რესტავრატორ-კონსერვატორები და სტუდენტები თბილისის სამხატვრო აკადემიიდან, რომლებიც პრაქტიკას გადიან უშუალოდ ქვის კონსერვაციის დისციპლინაში.
მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. ნაგებობა 545-586 წლებშია აგებული. დღესდღეიობით ტაძრის სამშენებლო მასალის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. დროთა განმავლობაში, ბუნებრივი პირობების ზემოქმედებისა და სტრუქტურის შესუსტებამ სხვადასხვა დაზიანებები წარმოქმნა. ამ დროისთვის ტაძრის ინტერიერში, ზემოთ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე შემდეგი ტიპის დაზიანებები აღინიშნება. ქვის ზედაპირის აქერცვლა ქვის განშრევება ქვის გაფხვიერება ქვის ზედაპირის სახეცვლა
2018 წლის ხელშეკრულების თანახმად შესრულდა სხვადასხვა სახის საკონსერვაციო სამუშაოები.