მცხეთაში დაპირისპირების დროს დაკავებული „გაბედეს“ ორი წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
მცხეთაში დაპირისპირების დროს დაკავებული „გაბედეს“ ორი წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

მცხეთის მერიასთან აქციის დროს დაკავებული მოძრაობა „გაბედეს“ ორი წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულებს შორისაა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი.

პოლიციამ მცხეთის მერიასთან დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით შვიდი პირი დააკავა.