მცხეთაში ბებრისციხის ჩრდილო-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მცხეთაში ბებრისციხის ჩრდილო-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთაში ბებრისციხის ჩრდილო-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, – ინფორმაციას სამუშაოების დაწყების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შესრულებული სამუშაოების შუალედური ანგარიშის მიხედვით მოწყობილია არაინვენტარული ხის ხარაჩო.

„კოშკის შიდა ტერიტორიაზე მოეწყო მიწატკეპნილი იატაკისთვის; არსებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში მოეწყო ანკერები;კედლების შიდა და გარე საპირე წყობა გადაეწყო კირის დუღაბზე შერჩეული რიყის ქვებით;გარე და შიდა წყობებს შორის მოეწყო რკინა-ბეტონის შემავსებლები. ციხეზე სამუშაოების ჩატარება გაგრძელდება. სამუშაოებს შპს „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია“ აწარმოებს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.