მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 136-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 136-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის ნაწილი დაზიანდა.

უწყების ცნობით, აღნიშნულის გამო, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.