მცირეწლოვანი გოგონა, რომელსაც დღეს დილიდან ეძებდნენ, იპოვეს.
ინფორმაცია პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს. 12 წლის გოგონა პოლიციაშია გადაყვანილი.
როგორც გოგონას ახლობლები ამბობდნენ, ბავშვი 5 ნოემბერს დილით გავიდა სახლიდან, თუმცა სკოლაში არ მისულა.
გოგონას სამძებრო სამუშაოებში საპატრულო პოლიცია იყო ჩართული.