მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურამდე 48 საათით ადრე, საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო.
ვარჯიშისას ადილ რამისთან შეჯახების შემდეგ, “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა სასწრაფოდ დატოვა მინდორი. დაზიანების სიმძიმის შესახებ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საფრანგეთი ჩემპიონატზე პირველ მატჩს 16 ივნისს, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.