„მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე" პრეზიდენტის შენიშვნები დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს გადაეგზავნება
„მაუწყებლობის შესახებ კანონთან” დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაეგზავნება.
ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განცხადა ცნობილი.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 დეკემბერს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი “მაუწყებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტების მოტივირებული შენიშვნები.
როგორც ბიუროს სხდომაზე განაცხადეს, პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განსახილველად 15 დღიანი ვადა აქვს.
“საკითხის კომიტეტზე განხილვისთვის ვადები აითვლება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ექვსი თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით. შესაბამისად, ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს განხილვა კომიტეტებში და პლენარულ სხდომაზე”, – განაცხადეს ბიუროს სხდომაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს 15 იანვარს ვეტო დაადო.