მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ღაზის სექტორში ვითარების ესკალაციის გამო ევროპაში მიგრანტების რაოდენობა იზრდება და მათ შორის, შესაძლოა, „ისლამისტი მებრძოლებიც“ აღმოჩნდნენ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ღაზის სექტორში ვითარების ესკალაციის გამო ევროპაში მიგრანტების რაოდენობა იზრდება და მათ შორის, შესაძლოა, „ისლამისტი მებრძოლებიც“ აღმოჩნდნენ.
მატეუშ მორავიეცკიმ ამის შესახებ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო „პოლონეთს მიგრაციის მასობრივი ტალღა ემუქრება“.
„მიგრაციული პაქტი, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს, გულისხმობს არალეგალი იმიგრანეტების განაწილებას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
მისივე განცხადებით, „მიგრანტებს შორის, შესაძლოა, იყვნენ როგორც ისლამისტი მებრძოლები, ისე ტერორისტებიც.
ცნობისთვის, პოლონეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირში ჩასული მიგრანტების წევრ სახელმწიფოებში გადანაწილებას ითვალისწინებს.