მატეუშ მორავიეცკი - უკრაინა ნატო-ს ინტერესებისთვის იბრძვის, ამიტომ მან დაიმსახურა ალიანსში გაწევრიანება მოკლე გზით
უკრაინა ნატო-ს ინტერესებისთვის იბრძვის, ამიტომ მან დაიმსახურა ალიანსში გაწევრიანება მოკლე გზით, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
„მაშინაც კი, თუ უკრაინა დღეს არ არის ნატო-ს ნაწილი, ის იბრძვის მისი ინტერესებისთვის, იმ გაგებით, რომ იცავს სასტიკი რუსული ძალისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის ნატო-ს ბევრ ქვეყანას“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს უკრაინის მეტი მხარდაჭერისკენ.
„მე მჯერა, რომ უკრაინა იმსახურებს, შესთავაზონ ძალიან სწრაფი გზა ნატო-სკენ“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ესმის, ომის მიმდინარეობისას უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრიანდება, თუმცა უკრაინა თუ კონკრეტულ სიგნალებს არ მიიღებს, თუ როდის შეძლებს ალიანსში გაწევრიანებას, მაშინ ზელენკი ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.