მატეუშ მორავიეცკი - პუტინმა მთელ ევროპას ცეცხლი წაუკიდა და ევროპას ის აინტერესებს, იქნება თუ არა საკმარისი სახანძრო საბნები
მატეუშ მორავიეცკი - პუტინმა მთელ ევროპას ცეცხლი წაუკიდა და ევროპას ის აინტერესებს, იქნება თუ არა საკმარისი სახანძრო საბნები

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემოღებასთან დაკავშირებულ ვითარებას „ლატარია“ უწოდა. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“დაწერა.

„ყოველდღე ასიათასობით უკრაინელი იღვიძებს იმის შიშით, დაფრინავენ თუ არა რუსული თვითმფრინავები მათ სახლებზე, ევროპაში კი ლატარიაა. ჯერ ხმებს გამკაცრებულ სანქციებს აძლევენ, მეორე დღეს კი ხმას აძლევენ, რომ არ გაიზარდოს. პუტინმა მთელ ევროპას ცეცხლი წაუკიდა და ევროპას ის აინტერესებს, იქნება თუ არა საკმარისი სახანძრო საბნები“, – განაცხადა მორავიეცკიმ.