მატეუშ მორავიეცკი - პოლონეთმა უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ოთხი ტანკი უკვე მიაწოდა, მზად არის, სწრაფად მიაწოდოს მეტი ტანკი
პოლონეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ოთხი ტანკი და მზად არის, სწრაფად მიაწოდოს მეტი ტანკი, – ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
„პოლონეთი და ევროპა თქვენ გვერდით დგანან. ჩვენ არ მიგატოვებთ, მხარს დავუჭერთ უკრაინას რუსეთზე მის სრულ გამარჯვებამდე“, – განაცხადა მორავიეცკიმ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პოლონეთი უკრაინას სულ „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 14 ტანკს დაჰპირდა, ასევე გადასცემს „ტ-72“-ის ტიპის 60 მოდერნიზებულ ტანკს.