მატეუშ მორავიეცკი მიიჩნევს, რომ, ევგენი პრიგოჟინის გარეშე, „ვაგნერისგან“ საფრთხე მხოლოდ გაიზრდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი მიიჩნევს, რომ, ევგენი პრიგოჟინის გარეშე, „ვაგნერისგან“ საფრთხე მხოლოდ გაიზრდება. ამის შესახებ მორავიეცკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ვარაუდით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ უშუალოდ კრემლის დაქვემდებარებაში გადავა.
„„ვაგნერის“ ჯგუფი გადავა პუტინის ხელმძღვანელობის ქვეშ. ყველამ თავად უპასუხოს კითხვას: საფრთხე გაიზრდება თუ შემცირდება? ჩემთვის ეს საკითხი რიტორიკულია“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.
შეგახსენებთ, პოლონეთის მთავრობა აცხადებს, რომ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ბელარუსში დისლოცირება პოლონეთისთვის საფრთხეს ქმნის.