მათეუშ მორავიეცკი - ლეხ კაჩინსკიმ 2008 წლის 12 აგვისტოს თქვა, დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიური ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს პოლონეთის დრო, ძალიან მძიმეა, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ სრულდება
მათეუშ მორავიეცკი - ლეხ კაჩინსკიმ 2008 წლის 12 აგვისტოს თქვა, დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიური ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს პოლონეთის დრო, ძალიან მძიმეა, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ სრულდება

ჩემთვის ძალიან სასიხარულო და დიდი პატივია, რომ ვიმყოფები ამ ულამაზეს ქვეყანაში, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია პოლონეთის მიმართ, როგორც ემოციურად, ასევე ისტორიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურ და ყველა სხვა დარგში, მაგრამ ჩემი დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებულ პიროებში ხორციელდება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინიტრმა, მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში შექმნილია ვითარება, რომელიც ხელს არ უწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

„ეს არის უპრეცედენტო, ყოველგვარი პროვოცირების და მიზეზის გარეშე, აგრესიული შეტაკება უკრაინაში, რომელიც საქართველოს მეგობრული ქვეყანაა. ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომელიც მან 2008 წლის 12 აგვისტოს თქვა – ეს სიტყვები სამწუხაროდ გამართლდა. მან ბრძანა, დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიური ქვეყნები და შეიძლება მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის, პოლონეთისთვის. გვახსოვს ის დრო, როდესაც ბევრისთვის სასაცილო იყო ეს სიტყვები, ანუ სერიოზულად არ აღიქვამდნენ, თითქოს გაგებული იყო ეს სიტყვები, მაგრამ სერიოზულად არც ერთი ქვეყანა არ მიუდგა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ასე ვთქვათ ერთგვარი წინასწარმეტყველება და ჩვენს გულებში არის ახლა ეს  სიტუაცია. ძალიან მძიმეა, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ სრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რას გავაკეთებთ ჩვენ ახლა ამ უდიდესი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომელიც გამოწვეულია უკრაინაზე რუსეთის სამხედრო შეტაკებით. ამიტომ, რამდენიმე დღის წინ ბატონ იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად ვიმყოფებოდით უკრაინაში და ჩვენ იქ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის პოლიტიკას, ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინელ მოსახლეობას, რომელიც იბრძვის არა მარტო უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის და პოლონეთისთვისაც. მინდა, აქ, საქართველოს მიწიდან ვთქვა, რომ ჩვენ, საქართველოს პრემიერთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ ორივე ერი, იყოს გამართლებული და მხარდამჭერი უკრაინელებისთვის. ლეხ კაჩინსკი იყო ყველას, განსაკუთრებით პატარა ქვეყნების დამოუკიდებლობის მხარდამჭერი და ამიტომ დღევანდელი რუსეთის აგრესია ეს არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენ ორივე ერი ვაფასებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია“, – განაცხადა მათეუშ მორავიეცკიმ.