მატეუშ მორავეცკი - გადავწყვიტეთ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების შერჩეული ქვედანაყოფების სამხედრო მზადყოფნა გავაძლიეროთ, აქცენტი საჰაერო სივრცის მონიტორინგზე გვექნება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ხალხს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებ ყველა პოლონელს, ამ ტრაგედიის წინაშე შეინარჩუნონ სიმშვიდე. ჩვენ თავშეკავება და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, – განაცხადა მორავეცკიმ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ.
პრემიერი პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩავარდნის ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ, პოლონეთი საჰაერო სივრცის კონტროლს გააძლიერებს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების შერჩეული ქვედანაყოფების სამხედრო მზადყოფნა გავაძლიეროთ. განსაკუთრებული აქცენტი საჰაერო სივრცის მონიტორინგზე გვექნება“, – განაცხადა მორავეცკიმ.