მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ მოლდოვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაცია შესაძლებლად მიაჩნია
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი მოლდოვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციას შესაძლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კიშინოვში ვიზიტისას ისაუბრა.
„ან ეს იქნება მართლაც სწრაფი გზა, ან მოლაპარაკებები გადაიზრდება ხანგრძლივ დისკუსიებში. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი იქნება უფრო ღია უკრაინისა და მოლდოვის მიმართ“, – განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ.
მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს უკრაინასთან ერთად მიიღო.