ახალი თაობა ციფრულ საშუალებებზე ორიენტირებულია, ამიტომ საქართველოს პირველი ოლიმპიადას აპლიკაციაში 1TVplay გთავაზობთ.
პირველი არხი – ტელესკოლა ატარებს „მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადას V-VI კლასელებისთვის“.
ოლიმპიადამ სტარტი ციფრულ სივრცეში 1TVplay-ზე (Appstore; playstory) აიღო. მონაწილეობა მიიღო 3 660-მა მოსწავლემ. ოლიმპიადის მიმდინარეობისას აპლიკაცია ჩამოტვირთა 10 000-მა მომხმარებელმა.
პროექტს ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს და მოსწავლეებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, სრულიად უფასოდ ჩაერთონ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.
პირველი საოლიმპიადო ტურის ოქროს ათეული ცნობილია:
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა (საჯარო და კერძო) სკოლის 𝑉 − 𝑉𝐼 კლასის მოსწავლეებს. აქტივობა მიზნად ისახავს მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარებას და არასტანდარტული შინაარსის ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ცოდნის დაუფლებას.
პროექტის ფარგლებში, სულ ჩატარდება ათი ონლაინ გაკვეთილი, რომელიც პირველი არხი – ტელესკოლის ეთერში გადაიცემა შაბათს, 13:00 საათზე.
თითოეულ ონლაინ მეცადინეობაზე განხილული იქნება მათემატიკის საოლიმპიადო, არასტანდარტული თემატიკის შემცველი თეორია და შესაბამისი პრაქტიკული რამდენიმე ამოცანა. პარალელურად, მოსწავლეებს შეუძლიათ, ჩაერთონ ონლაინ ოლიმპიადაში, რომელიც სამ ეტაპად მიმდინარეობს.
პირველი ეტაპი: ოლიმპიადის პირველი ეტაპი გულისხმობს ხუთი კვირის განმავლობაში გამართულ ხუთ ონლაინ ტურს. ერთი ტური გაიმართება სატესტო რეჟიმში, ოთხი ტური კი უშუალოდ ონლაინ ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილია. თითოეულ ონლაინ ტურში გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტი, რომლებიც ავტომატურად მოხვდება ნახევარფინალში. გარდა იმ კონკურსანტებისა, რომლებიც პირდაპირ ნახევარფინალში გააგრძელებენ ოლიმპიადას, ნახევარფინალში გადავლენ ონლაინ ტურების საერთო რეიტინგის საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები. ჯამში, ნახევარფინალში მონაწილეობას გააგრძელებს 100 კონკურსანტი.
მეორე ეტაპი: მეორე ეტაპზე – ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს ონლაინ ტურში შერჩეული 100 კონკურსანტი. აღნიშნული ეტაპი გაიმართება სასწავლო დაწესებულებაში. ნახევარფინალში გამოვლინდება საუკეთესო 30 მოსწავლე.
მესამე ეტაპი: მეორე ეტაპზე გამარჯვებული მოსწავლეებისთვის (სულ 30) გაიმართება ოლიმპიადის მესამე, ფინალური ტური და შესაბამისად, გამოვლინდებიან ოლიმპიადის გამარჯვებულები – 10 საუკეთესო კონკურსანტი. მათგან პირველ ხუთს საჩუქრად გადაეცემა: 1. MacBook air; 2. iPhoneair; 3. iPhone mini; 4. iPhone SE ; 5. iPhoneSE.
მეორე ხუთეულის წევრებს კი გადაეცემათ ელექტრონული წიგნის წამკითხავები Kindle.
ყოველკვირეულ ოლიმპიადაში მონაწილეობა
ყოველ შაბათს 17:00-დან 20:00 -მდე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ იმ კონკრეტული კვირის (და პარალელურად საერთო, ჯამური რეიტინგის) ოლიმპიადაში. კერძოდ, ზემოაღნიშნულ დროის შუალედში მოსწავლე თავისი 𝒖𝒔𝒆𝒓𝒏𝒂𝒎𝒆-ით შედის სისტემაში, იწყებს ტესტირების პროცესს და დაასრულებს მიცემულ დავალებებს არაუმეტეს 45 წუთში.
დროის გასვლის შემდეგ მას აღარ ექნება სისტემაში თავიდან შესვლის და პასუხების გადასწორების საშუალება, რადგან ტესტირების დაწყებიდან 45 წუთის გასვლის შემდეგ პროგრამა დაიხურება.
გაითვალისწინეთ, რომ პროგრამა გაითიშება 20:00-ზე, ამიტომ ტესტირების დასაწყებად შეარჩიეთ ისეთი დრო, რომ 20:00 საათამდე, მოახერხოთ ტურის დასრულება.
ტესტირების ჩატარების სქემა
ტესტირების დაწყებისას მონაწილის ელექტრომოწყობილობის ეკრანზე ჩნდება დავალება, სულ ხუთი ამოცანა.
თითოეული ამოცანის ამოხსნის შემდეგ მოსწავლეს აქვს საშუალება, დააფიქსიროს (ჩაწეროს) პასუხი, სპეციალურ უჯრაზე დაკლიკებით დაასრულოს ამ ამოცანის ამოხსნის პროცესი და გადავიდეს შემდეგ ამოცანაზე. როცა მოსწავლე ხუთივე ამოცანის ამოხსნას დაასრულებს და ამას დაადასტურებს „ტესტირების დასრულება“ -ზე დათანხმებით (ან ტესტირებისთვის საჭირო დრო ამოეწურება) პროგრამა პირდაპირ დაწერს ქულას და დროს, რომელიც მოსწავლემ აღნიშნული ტესტირებისას დახარჯა. ტესტირების პროცესის დასრულების შემდეგ, მონაწილეს საშუალება ექნება, გადაამოწმოს საკუთარი საკონკურსო ადგილი აპლიკაციის ლიდერბორდში.