მათე ვაწაძე თბილისის „დინამოში“ დაბრუნებას უარყოფს 
მათე ვაწაძე თბილისის „დინამოში“ დაბრუნებას უარყოფს 

დანიური “სილკებორგიდან” წამოსულმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მათე ვაწაძემ პირველ არხთან უარყო ინფორმაცია, თითქოს, მას თბილისის “დინამოში” იწვევენ.

„თბილისის „დინამოდან“ არავინ დამკავშირებია. კონკრეტული ისაა, რომ გეტყვიან, მათე, გთავაზობთ კონტრაქტს და თუ გააფორმებო. „დინამოს“ კი დაბრუნება სიტყვიერადაც არ შემოუთავაზებიათ, თორემ დასამალი რა იქნებოდა“, – ამბობს ვაწაძე.

29 წლის თავდამსხმელმა პირველ არხთან დაინტერესებულ კლუბებზეც ილაპარაკა.

„ჩემს ყოფილ დანიური კლუბში დარჩენასაც მთავაზობდნენ, მაგრამ იქ დარჩენა აღარ მსურდა. “სილკებორგში” პრობლემები კლიმატის და ხელოვნური საფარის გამო შემექმნა. ერთადერთი გუნდი ვიყავით, რომელიც ხალიჩაზე თამაშობდა და ვარჯიშობდა, რაც ჩემთვის პრობლემურია. საქართველოში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ., მაგრამ ევროპაშიც მიწვევენ, აზიაშიც და კარიერის გაგრძელება ისევ უცხოეთში მირჩევნია. არის ვარიანტები პოლონეთში, ყაზახეთსა და საბერძნეთში. ასევე ტაილანდში, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულები და ყოველდღე მიკავშირდებიან”“,- აღნიშნა ვაწაძემ.