კირკიტაძეს გუნდზე ვაწაძის გავლენა ახარებს - ბათუმის „დინამოს“ მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრა შეუძლია #1TVSPORT
კირკიტაძეს გუნდზე ვაწაძის გავლენა ახარებს - ბათუმის „დინამოს“ მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრა შეუძლია #1TVSPORT

„გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა, გაგა კირკიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გუნდის ახალწვეულებზე ისაუბრა და მათე ვაწაძე გამოარჩია, რომლის დუბლითაც გუნდმა ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „ლოკომოტივი“ გასვლაზე 2:0 დაამარცხა. ამ მოგებით გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ამავე დროს, კირკიტაძემ ევროპული ტურნირის ჯგუფში მოხვედრაც რეალურ ამოცანად მიიჩნია.

„ჩვენ ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვყავს. გვაქვს ბედნიერება, რომ მათე ვაწაძე დაგვემატებინა. ეს ბოლო მომენტში შვეძელით, წინადადებას ელოდებოდა, მაგრამ ტრანსფერი არ გამოვიდა. რა თქმა უნდა, მსგავსი დონის ფეხბურელები გავლენას ახდენენ როგორც გუნდზე, ასევე თითოეულ ფეხბურთელზე, რომელთა შორისაც ბევრი ახალგაზრდა გვყავს.

– მალე ჯერ 100 პროცენტით მზად არ არის, მაგრამ მისი გამოცდილება და შესაძლებლობები ძალიან გვეხმარება. ის მაღლა დგას და ამით რაღაცებს ვაბალანსებთ. „ლოკომოტივთან“ ორი გოლი გაიტანა, ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელია და გუნდზე გავლენა აქვს. შესაბამისად, ფეხბურთელებიც სხვანაირად არიან მომართულები, როგორც სავარჯიშო პროცესში, ასევე თამაშის დროს.

– ნელ-ნელა გამოჩნდება, „გაგრა“ რა გუნდია, გულახდილად გეტყვით, მარტო შედეგზე არ ვფიქრობთ – ჩვენ გვინდა, რომ სანახაობრივი ფეხბურთიც ვითამაშოთ. გულშემატკივარს ერთადერთი შემიძლია ვუთხრა – „გაგრა“ ყოველთვის გამოვა, იბრძოლებს და ამ ბრძოლასთან ერთად ფეხბურთის თამაშს შეეცდება.

– სასიხარულოა, რომ ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი ხვდება. დღესაც არიან მოთამაშეები, რომლებიც დონით ნაკრებთან ახლოს არიან. გამიხარდება, ვინმეს თუ ისევ მიიწვევენ და რომელიმე ქართული გუნდი ევროპული ტურნირის ჯგუფში მოხვდება – სანაკრებო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელების გამოცდილება იქ გამოგვადგება. რეალურია თუ არა ეს? ჩემი აზრით, ბათუმის „დინამოს“ მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფში შეუძლია მოხვდეს – თუ, რა თქმა უნდა, წილისყრისას იღბალიც გაუმართლებს. შემდეგ ჩვენი ჩემპიონატს დონეც აიწევს“.