მათე ვაწაძეს ბათუმის „დინამო“ იწვევს #1TVSPORT
მათე ვაწაძეს ბათუმის „დინამო“ იწვევს #1TVSPORT

მათე ვაწაძემ, შესაძლოა, კარიერა ბათუმის „დინამოში“ გააგრძელოს – გამოცდილ თავდამსხმელთან მოლაპარაკება გუნდის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა.

„ვაწაძის დამატება ნამდვილად გვსურს. მათეს უცხოური კლუბებიც იწვევდნენ, მაგრამ ბათუმში თამაში თავად სურს და მოხარული ვიქნებით, თუ საბოლოოდ ჩვენთან გადმოვა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.

მათე ვაწაძე 33 წლისაა. თბილისის „დინამოს“ აღზრდილს არაერთ კლუბში უთამაშია – „დინამო თბილისში“, ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“, გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, დანიურ „ორჰუსში“, „ვიბორგსა“ და „სილკებორგში“, ლატვიურ „ლიეპაიაში“, უზბეკურ „კიზილკუმსა“ და „ალმალიკში“.

2022 წლის დასაწყისში მათე ვაწაძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ „გაგრაში“ ჩაირიცხა და მიუხედავად იმისა, რომ გუნდი აუტსაიდერებშია, 6 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირებშია.

2009-2016 წლებში ვაწაძე საქართველოს ნაკრებში თამაშობდა. მან „ჯავროსნებში“ 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.