კვირკველიას და ვაწაძის გარეშე - „გაგრა“ ლიდერებმა დატოვეს #1TVSPORT
კვირკველიას და ვაწაძის გარეშე - „გაგრა“ ლიდერებმა დატოვეს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში გორის „დილასთან“ გამართული მე-19 ტურის შემდეგ „გაგრა“ ორმა ლიდერმა დატოვა – საბა კვირკველიამ და მათე ვაწაძემ – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„საბა კვერკველიამ და მათე ვაწაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „გაგრა“ დატოვეს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ საბას და მათეს გვერდში დგომისთვის და წარმატება ვუსურვოთ“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ორივე მთგანი საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელია და ლიგაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული „გაგრასთვის“ დიდი ძალა იყო.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობით, კვირკველიას დამატება ესპანურ „ალმერიას“ და რუმინულ „სტიაუას“ სურთ. ხოლო მათე ვაწაძესთან მოლაპარაკება მოქმედი ჩემპიონის, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.