მატარებელი, რომლითაც აშშ-ის კონგრესის წევრები მგზავრობდნენ, ნაგვის სატვირთოს შეეჯახა - არის მსხვერპლი
სამგზავრო მატარებელი, რომელსაც აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრები ვაშინგტონიდან დასავლეთ ვირჯინიაში გადაჰყავდა, ნაგვის სატვირთოს შეეჯახა.
სამართალდამცავი უწყებების მონაცემებით, ინციდენტს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათივე ცნობით, მსხვერპლი მატარებელში არ იმყოფებოდა, იქ მსხდომები სერიოზულად არ დაშავებულან.
შეკრებაზე სადაც რესპუბლიკელი კანონმდებლები მიემგზავრებოდნენ, ნოემბრის კონგრესის არჩევნების წინ კანონპროექტებისა და პოლიტიკის განხილვა იგეგმებოდა.
ამ შეხვედრის რეგლამენტი პარასკევის შუადღემდეა გაწერილი და იქ დონალდ ტრამპის ჩასვლასაც ელიან.