მასუდ ფეზეშქიანი - ირანს ისრაელთან ომი არ სურს, თუმცა მზადაა თავდასხმას საკადრისი პასუხი გასცეს
მასუდ ფეზეშქიანი - ირანს ისრაელთან ომი არ სურს, თუმცა მზადაა თავდასხმას საკადრისი პასუხი გასცეს

ირანს ისრაელთან ომი არ სურს, თუმცა მზადაა, თავდასხმას საკადრისი პასუხი გასცეს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სიონისტურ აგრესიას სათანადო პასუხი გაეცემა.

„ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ დავიცავთ ჩვენი ერისა და ქვეყნის უფლებებს. ჩვენ სათანადო პასუხს გავცემთ სიონისტური რეჟიმის აგრესიას“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.

ცნობისთვის, ისრაელმა ირანზე დარტყმების სამი სერია განახორციელა. მედიის ცნობით, ოპერაციაში 100 ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა. თავდასხმის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თეირანს აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას თავი ამ დარტყმების შემდეგ.