მასუდ ფეზეშქიანი - ირანი მზად არის, ჩიხში შესული ბირთვული საკითხის გადასაჭრელად, მსოფლიო ლიდერებთან იმუშაოს
ირანი მზად არის, იმუშაოს მსოფლიო ლიდერებთან ჩიხში შესული ბირთვული საკითხის გადასაჭრელად, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირანის პრეზიდენტმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო კონფლიქტი დიალოგის გზით.
ამასთან, მან გააკრიტიკა ისრაელი „ღაზაში განხორციელებული გენოციდისთვის“.
„მსოფლიომ ნახა ისრაელის რეჟიმის ნამდვილი ბუნება. როგორ მოკლა 11 თვეში 4 1000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, ძირითადად, ქალები და ბავშვები. მისი ლიდერები ამ გენოციდს – ბავშვების მკვლელობას, ომის დანაშაულებსა და სახელმწიფო ტერორიზმს – ლეგიტიმურ თავდაცვას უწოდებენ“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.