კულინარიული მეგაშოუ „მასტერშეფის“ 12 საუკეთესო მონაწილის ვინაობა ცნობილია.
მონაწილეები ჟიურიმ დღევანდელ გადაცემაში შეარჩია.
„მასტერშეფის“ 12-ეული ასე გამოიყურება: ქეთო ბექაური, ნინი სტურუა, სერგო ოვჩარენკო, ნინიკო ღამბაშიძე, რამილია ალიევა, თემო ქაქუჩაია, პაატა ჭონიაშვილი, სოფი მეშველიშვილი, ლიკა ესაიაშვილი, ანნა კუჭავა, ზურა ხოკერაშვილი, იანა კუცი.
წინა სეზონებისგან განსხვავებით, მესამე სეზონზე მეგაშოუს ჟიური, ათი მონაწილის ნაცვლად, 12 მონაწილეს არჩევს, რომლებიც საუკეთესო მზარეულის ტიტულის მოსაპოვებლად აგრძელებენ ბრძოლას.
ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ლიცენზირებული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუს, „მასტერშეფის“ მესამე სეზონი საქართველოს პირველ არხზე 24 მაისს დაიწყო.
მასტერშეფი