მასტერ ლიგის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
მასტერ ლიგის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT

მასტერ ლიგაზე გათამაშების გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო. კაჭრეთის „ამბასადორის“ სტადიონზე მეოთხედფინალური ეტაპის თამაშები გაიმართა და ნახევარფინალისტები გაირკვა.

პირველი შეხვედრაში „ბრიჯი“ „ამბასადორს“ დაუპირისპირდა და ძირითადი დრო ფრედ (2:2) დასრულდა. მატჩის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „ბრიჯის“ გამარჯვებით დასრულდა – 3:2.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და „რუსთავს“ შეხვედრაში სფფ უპირატესობას ფლობდა და 6:2 მოიგო. ნახევარფინალშია „წყალტუბოც“, რომელმაც ფოთის “ჭაბონამას“ 3:2 სძლია.

მასტერ ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის ბოლო მატჩი თბილისის მერიის გამარჯვებით დასრულდა. გუნდმა, რომელსაც კახა კალაძე კაპიტნობს, „კოსმო დუშეთი“ 5:1 დაამარცხა. კალაძემ დუბლთან ერთად საგოლე გადაცემაც შეასრულა, სულ კი მის ანგარიშზე 34 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.

ნახევარფინალები 19 დეკემბერს გაიმართება, „ბრიჯი“ „წყალტუბოს“ შეხვდება, ხოლო სფფ – თბილისის მერიას.