მასტერლიგის ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ფლეიოფში გავიდა #1TVSPORT
საქართველოს მასტერლიგის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. ამჯერად ჩვენი გუნდი კვიპროსის ნაკრებს შეხვდა და 3:2 დაამარცხა. მოლდოვაში მიმდინარე ტურნირის პირველ ტურში კი საქართველომ ირლანდიას 2:1 მოუგო.
მეორე ტურში კვიპროსელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და 26-ე წამზე დაწინაურდნენ, მაგრამ მე-10 წუთზე ლაშა კუკუჯანაშვილის დარტყმის შემდეგ მეტოქის მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა – 1:1.
შესვენების შემდეგ, 23-ე წუთზე ლევან ჩიხრაძემ ბურთი საკუთარი საჯარიმოდან წაიღო და შორიდან ეფექტური დარტყმით საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. კვიპროსელებმა იბრძოლეს და ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე (39-ე წუთზე) დათო ბობოხიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრებმა 3:2 მოიგო.
დრამატულ ბრძოლაში გამარჯვებით გუნდმა ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფში გავიდა.