“ბარსელონასა” და “არგენტინის ნაკრების მცველი ხავიერ მასკერანო, შესაძლოა, “ლივერპულში” დაბრუნდეს, – იტყობინება გამოცემა Diario Gol.
33 წლის არგენტინელი კატალონელთა რიგებში მცირე სათამაშო დროს იღებს, ამიტომაც სურს გუნდის გამოცვლა.
შეგახსენებთ, რომ მასკერანო მერსისაიდულ გუნდში 2007-10 წლებში თამაშობდა და ამის შემდეგ გადავიდა “ბარსელონაში”.