მაშველებმა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფოთში მაშველებმა ზღვაში დაკარგული 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ახალგაზრდა მამაკაცი ორი დღის წინ გაუჩინარდა. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი წელამდე წყალში იყო, რა დროსაც იგი დინებამ გაიტაცა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ მყვინთავები, რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი, გამოყენებული იყო სპეციალური ტექნიკა, მცურავი საშუალებები და დრონი. უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდა სანაპირო ზოლის მონიტორინგი.