მაშველებმა ყაზბეგში, მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს
მაშველებმა ყაზბეგში, მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა 3 200 მეტრ სიმაღლეზე, ყაზბეგში, მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგში, ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი. ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 3 200 მეტრზე მყოფი მოქალაქეებიდან ერთ-ერთი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფის მაშველები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფისა და მანძილის სიშორის გამო, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველების დახმარების შედეგად, ორივე მოქალაქე ამ დროისათვის გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.