მაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ დაბა სტეფანწმინდაში თხილამურებით სრიალის დროს გერმანიის მოქალაქე დაშავდა.
„შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა სწრაფი რეაგირების მაშველების მობილიზება, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს. ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ შსს-ში.