მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი პოლონეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი პოლონეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს. უწყების ინფორმაცით, ტურისტები რთულ რელიეფურ ზონაში შემორჩნენ და ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. 54 წლის მამაკაცს საშუალო სიმძიმის ტრავმა აღენიშნებოდა.
მაშველებმა ტურისტები თეთნულდის წვერვალიდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.