საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისის ზღვაზე, წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გასვლას და ითხოვდა მაშველების დახმარებას.
შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფმა. მეხანძრე-მაშველები სპეციალური მცურავი საშუალებებით არასწრულოვანთან დროულად მივიდნენ და ნაპირიდან 20-25 მეტრის მოშორებით მყოფი მოზარდი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს.
მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.