მაშველებმა რაჭაში, სოფელ ჭიორაში მედიკამენტები საფეხმავლო გზით მიიტანეს
მაშველებმა სოფელ ჭიორაში მედიკამენტები საფეხმავლო გზით მიიტანეს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.
რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბისთვის დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ სოფელი ჭიორაში 75 წლის მამაკაცს მედიკამენტები ესაჭიროებოდა. პრეპარატების, რომლებიც ადგილზე მას ექიმმა დაუნიშნა, ვერტმფრენით მიწოდება უამინდობის გამო ვერ მოხერხდა, ამიტომ სამაშველო ჯგუფებმა მას მედიკამენტები, ტყის მასივის გავლით, საფეხმავლო გზით მიუტანეს.
ადგილზე იმყოფება ექიმი. 75 წლის მამაკაცი თავს კარგად გრძნობს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.