მაშველებმა მტკვრიდან სამი მოქალაქე გამოიყვანეს, რომლებიც თევზაობის დროს ხიდის ქვეშ ჩარჩნენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა რუსთავში, მდინარე მტკვრიდან სამი მოქალაქე უსაფრთხოდ გამოიყვანეს
ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის ქვეშ, მოქალაქეები თევზაობის დროს ჩარჩნენ და გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ
ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა