მაშველებმა ლომისის სალოცავთან მთაში ჩარჩენილი 20 წლის ტურისტი ჩამოიყვანეს
დუშეთში, ლომისის სალოცავთან, ყაზბეგის სამთო-სამაშველო სამსახურის მაშველებმა მთაში ჩარჩენილი 20 წლის ტურისტი ჩამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეს ქვედა კიდურის დაზიანება აღენიშნება.
უწყების ცნობით, ტურისტი გადაყვანილია საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.