მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს
მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს

ბათუმში, მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს.

ადგილზე ჯერჯერობით რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

საძიებო-სამაშველო ოპერაცია ბათუმში ორი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებიდან რვა გარდაცვლილი ამოიყვანეს. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ექიმების შეფასებით, არის მძიმე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში 11 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.