მაშველებმა გუდაურში ზვავში მოყოლილი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
მაშველებმა გუდაურში ზვავში მოყოლილი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

გუდაურში ტურისტი, რომელიც ზვავში მოყვა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახური იყო ჩართული.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.