მაშველები ზღვაში მამაკაცს ეძებენ.
ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი წელამდე წყალში იყო, რა დროსაც იგი დინებამ გაიტაცა.
სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკა.