მაშველები ქვახვრელთან მდინარის ადიდების შედეგად წარმოქმნილ ე.წ. კუნძულზე მწყემსების გამოსაყვანად მუშაობენ
ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ ე.წ. კუნძულზე ექვსი მწყემსი და მათი პირუტყვია ჩარჩენილი.
ადგილზე იმყოფებიან მაშველები შესაბამისი აღჭურვილობით.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მწყემსების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.